იუვენტუსმა კარნეზეკის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იუვენტუსი ატალანტას კარის დარაჯის მარკო კარნეზეკის ტრანსფერით ინტერესდება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, იტალიელი კიპერი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი ფავორიტია და იუვენტუსი ატალანტასთან საერთო ენის გამონახვას ეცდება, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება.
ლა დეა კანრეზეკის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვს, იუვე ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში მიკელე დი გრეგორიოს ჩართვით გეგმავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
