TuttoJuve

Juve per sempre sarà

დი გრეგორიოს თურქეთში გადასვლა არ სურს და სხვა წინადადების მოლოდინშია

მიკელე დი გრეგორიომ ბეშიქთაშთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა და კარიერის თურქეთში გაგრძელებას არ აპირებს.

დი გრეგორიო იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, ამის შესახებ გუნდმა იტალიელს უკვე აცნობა და ფეხბურთელის აგენტს ახალი გუნდის ძებნა უკვე დაწყებული აქვს.

გუშინ მიკელესა და მის წარმომადგენელს შორის მილანში შეხვედრა გაიმართა, რომლის როსაც მიკელემ დაადასტურა, რომ მას თურქეთში გადასვლა არ სურს და იტალიელის პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენაა.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).