ტურამს არაბეთში გადასვლა არ სურს
ხეფრენ ტურამი კარიერის არაბეთში გაგრძელებას არ აპირებს.
ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ალ-აჰლი იჩენს, თუმცა მნიშვნელოვანი ფინანსური წინადადების მიუხედავად, ხეფრენი ევროპის დატოვებას არ აპირებს.
ნიკოლო სკირას ცნობით, ტურამის პრიორიტეტი იუვენტუსია, თუმცა თუ მას გუნდის დატოვება მოუწევს, ფრანგს კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
