TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჩელსი კამბიაზოს თაობაზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს

ჩელსის ინტერესი იუვენტუსის უკანახაზელის ანდრეა კამბიაზოს მიმართ სერიოზულია.

ინგლისელები მარკ კუკურელიას შემცვლელის ძიებაში არიან და ჩაბი ალონსოს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ იტალიელი ფეხბურთელია.

მირკო დი ნატალეს ცნობით, ჩელსი იუვენტუსთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. იტალიელის მიმართ ინტერესს ინტერი, ბარსელონა, მანჩესტერ სიტი და ტოტენჰემი იჩენენ. ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).