ოპენდას ტრანსფერზე 3 გუნდი მუშაობს
ლოი ოპენდა იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ტურინული გრანდი ბელგიელის გაყიდვაზე მუშაობას უკვე შეუდგა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ოპენდას მიმართ ინტერესს ნოტინგჰემ ფორესტი, ლანსი და პრემიერ ლიგაში ახლად დაწინაურებული ქოვენთრი სიტი იჩენენ.
სამივე მათგანი ოპენდას იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ჩაგდებული სეზონის შემდეგ მისი გასხვისების ერთადერთი გზაა და სავარაუდოდ იუვენტუსი წინააღმდეგი არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
