TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩსა და იუვენტუსს შორის უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები განახლდება

SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, დუშან ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები განაახლოს.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის პრიორიტეტად რჩება და ჯოვანი კარნევალი მზად არის, დუშანთან საერთო ენის გამონახვა სცადოს.

ტურინული გრანდი ვლაჰოვიჩს წლიურად ბონუსების ჩათვლით 8 მილიონ ევროს შესთავაზებს. იუვე მისთვის ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არ არის, თუ ის ტურინული გრანდის ფინანსურ პირობებს დათანხმდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).