იუვე ოპენდას, ჟეგროვასა და დევიდის გაყიდვას ცდილობს
იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობაში მნიშვნელოვან წმენდას გეგმავს და ჯოვანი კარნევალის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ოპენდა-ჟეგროვა-დევიდის ტრიოს გაყიდვა იქნება.
სამივე ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა ტურნრიზე იუვენტუსის მაისურით 10 გოლი გაიტანეს, მათ გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს და ლუჩიანო სპალეტი მათთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას არ აპირებს.
ჟეგროვასა და დევიდის მიმართ ინტერესი არსებობს და მათი გაყიდვა პრობლემა არ უნდა იყოს, ოპენდას სანაცვლოდ კი იუვენტუსმა 45 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, ამიტომ ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური ბელგიელის იჯარით წასვლაა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
