მინგეზა სელტას ტოვებს, იუვე ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არ კარგავს
სელტას მარჯვენა მცველი ოსკარ მინგეზა იუვენტუსის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
27 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და რამდენიმე კვირაში თავისუფალი აგენტი გახდება.
ტურინული გრანდი მინგეზას გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა და მასთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
