იუვე ლუკუმის ტრანსფერზე მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონ ლუკუმის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, კოლუმბიელი ფეხბურთელის ტურინულ გრანდში ხილვა როგორც ჯოვანი კარნევალის, ასევე ლუჩიანო სპალეტის სურს.
იუვე ბოლონიასთან მოლაპარაკებებს 15 ივლისის შემდეგ განაახლებს, როდესაც მისი 28 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პუნქტი აქტიური აღარ იქნება და ფეხბურთელის დაახლოებით 22 მილიონად გაფორმებას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
