ლევანდოვსკი სავარაუდოდ არაბეთში გადაბარგდება
გასულ კვირებში რობერტ ლევანდოვსკის იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ლეგენდარული პოლონელი ფორვარდი სავარაუდოდ ევროპას დატოვებს.
ლევანდოვსკი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა 2-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და ჩემპიონთა ლიგის გარეშე ამის გაკეთება არც შეუძლია.
SportMediaset-ის ცნობით, ლევანდოვსკის ტრანსფერზე არაბული გუნდები მუშაობენ და მას 2-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით 20-25 მილიონს სთავაზობენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
