კოლო მუანი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
რანდალ კოლო მუანი შეტევის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
Tuttomercato-ს ცნობით, ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი პირადად ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნაა, თუმცა იტალიელს კოლო დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელად არ მიაჩნია და მას გუნდში როგორც ფრანგის, ასევე სერბი ფორვარდის ხილვა სურს.
იუვენტუსი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, თავად ფრანგს კი ტურინში დაბრუნება სურს და მასთან საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
