იუვე კოლო მუანის თაობაზე წინადადებას აღარ გააუმჯობესებს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი რანდალ კოლლ მუანის თაობაზე პსჟ-სთვის გაუმჯობესებული წინადადების გაკეთებას აღარ აპირებს.
ტურინული გრანდის ბოლო შეთავაზების მიხედვით, იუვენტუსი მზად არის, ფრანგი 1-წლიანი იჯარით გაიფორმოს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, სანაცვლოდ პსჟ საერთო ჯამში 40 მილიონს მიიღებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი ამ შეთავაზების გაზრდას აღარ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
