ელკანმა სპალეტის სრული ნდობა გამოუცხადა
იუვენტუსის ინსაიდერის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსიდან წასვლა არ განიხილება.
წყაროს ცნობით, ჯონ ელკანმა იტალიელ სპეციალისტს დაუდასტურა, რომ ბოლო პერიოდში ცუდი შედეგებისა და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის მიუხედავად, იუვენტუსის ნდობა სპალეტის მიმართ ურყევია.
„კონტე ? ანტონიო კონტეს იუვენტუსს უკავშირებენ იმიტომ, რომ ის ნაპოლის დატოვებს და კონტე-იუვენტუსის ურთიერთობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ამ მომენტისთვის ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში დარჩენის საკითხი არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
