TuttoJuve

Juve per sempre sarà

არტურის აგენტი:“ კლიენტს ბრაზილიაში დარჩენა სურს“

იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„არტურის მომავალი ? მას ბრაზილიაში ძალიან კარგი სეზონი აქვს. თუ ევროპაში რომელიმე დიდი გუნდი არტურის გაფორმებას არ მოისურვებს, ის გრემიოში დარჩება. გრემიოს იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს, მაგრამ ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი. ვფიქრობ, არტურისა და იუვენტუსის ისტორია დიდი ხნის წინ დასრულდა და მისი ტურინში დაბრუნების მიზეზს ვერ ვხედავ.“

იუვენტუსი იმედოვნებს, რომ არტურის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)