იუვე კოლოს სანაცვლოდ 35 მილიონზე მეტს არ გადაიხდის
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა გუნდებს შორის ამ მომენტისთვის შეთანხმება ვერ ხერხდება.
მხარეებმა ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით საერთო ენა გამონახეს, რომლის მიხედვითაც კოლო იუვენტუსს 1-წლიანი, ფასიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იუვენტუსის ევროპულ ტურნირებზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
მთავარი პრობლემა ფეხბურთელის ფასია, იუვენტუსს კოლოს გაფორმება საერთო ჯამში 35 მილიონად სურს, პსჟ-ს კი ფრანგის გაშვება 40-45 მილიონ ევროზე ნაკლებად არ უნდა, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
