ლოკატელი:“ იუვენტუსში თამაში თითოეული ფეხბურთელის პრივილეგიაა“
მანუელ ლოკატელიმ სერია ა-ს ოფიციალურ არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ჩემი ისტორია ? მე ფეხბურთის თამაში 3 წლის ასაკში, მამაჩემის გუნდ პესკატეში დავიწყე, შემდეგ კი ატალანტაში წავედი. მამაჩემი ყოველთვის უკმაყოფილო იყო, რადგან სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მე ბურთს არ დავსდევდი, მე უფრო სიმშვიდე და სიტუაციისთვის თვალის დევნება მიყვარდა.
„11 წლის ასაკში მილანში გადავედი და მათ აკადემიაში ვთამაშობდი, შემდეგ სასუოლოში გადავბარგდი, ახლა კი იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ.
„თავისუფალი დრო ? მე ტურინი ძალიან მომწონს, ეს ძალიან ლამაზი ქალაქია. მე მშვიდი ცხოვრება მიყვარს, აქ ქომაგები ზედმეტად არ გაწუხებენ.
„იუვენტუსის კაპიტნები ? მე ძალიან ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ ბევრ მათგანს ვიცნობ და შემიძლია ბონუჩის, კიელინის და სხვებს ჩემი მეგობრები ვუწოდო. ბუფონი ნაკრებში გავიცანი, დელ პიერო თითოეული იუვენტინოს კუმირია, ვიალი დიდებული ადამიანი იყო, მასთან ერტად ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, ის უნიკალური პიროვნება იყო და მასზე საუბარიც კი ძალიან ემოციურია. ვიცი, რომ იუვენტუსის კაპიტნობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა და ვცდილობ, მოედანზე და მოედანს მიღმა მისაბაძი მაგალითი ვიყო.
„იუვენტუსი ? ეს არის ადგილი სადაც შენ ყოველდღე მაქსიმუმი უნდა გააკეთო. აქ არ გაქვს იმის უფლება, რომ ერთ დღეს ვარჯიშის დროს ბოლომდე დაიხარჯო, მეორე დღეს კი იზარმაცო, ეს იუვენტუსში მიუღებელია. ეს მაირუსი თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს. იუვენტუსში არის სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილო.
„ჩემი მომავალი ? როდესაც ფეხბურთის თამაშს დავასრულებ, რაც იმედია დიდი ხნის შემდეგ მოხდება, მინდა ქომაგებმა თქვან, რომ მანუელმა ამ მაისურისთვის თავისი სული და გული დადო. ეს არის ჩემი ოცნება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
