ელმასი იუვენტუსის სიაში რჩება
იუვენტუსი ელიფ ელმასის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, 26 წლის მაკედონელი ამ მომენტისთვის ტურინული გრანდის პრიორიტეტი არ არის, თუმცა მომდევნო კვირებში სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.
სპალეტის პრიორიტეტი კვლავ ბრაჰიმ დიასია, მაგრამ როგორც ჩანს, მაროკოელი რეალის დატოვებას არ აპირებს და ელმასი, რომელიც ლუჩიანო სპალეტისთან ერთად ნაპოლიში მუშაობდა მისი ერთ-ერთი ალტერნატივაა.
ლაიფციგი ელმასის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
