ვლაჰოვიჩთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ჯონ ელკანი ერთვება
იტალიური მედიის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას პირადად ჯონ ელკანი მიიღებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტის სერბის შენარჩუნება სურს, ელკანი კი იტალიელ სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებს და უნდა, მისი მოთხოვნები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს.
ეკონომიკური ასპექტები მხარეებს შორის ჯერ კიდევ გადაუჭრელ დაბრკოლებად რჩება, მაგრამ სერბს იუვენტუსში დარჩენა უნდა, რაც სიტუაციას საგრძნობლად ამარტივებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
