TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზოს ტრანსფერით ინტერიც ინტერესდება

ანდრეა კამბიაზოს მსურველთა სიას ამჯერად მილანის ინტერი შეუერთდა.

SportItalia-ს ინფორმაციით, ნერაძური იუვენტუსის ფეხბურთელის გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა და ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებების განახლებას სეზონის ბოლოს ეცდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი თავის მხრივ კონკურენტის გაძლიერებას არ აპირებს და კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში მისი იტალიის ფარგლებს გარეთ გაშვება სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)