TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ბრემერის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება

Tuttosport-ის ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი იუვენტუსისგან ახალი კონტრაქტის თაობაზე მეტ აქტიურობას ელოდებოდა, თუმცა ტურინული გრანდი ჯერჯერობით მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობს.

წყაროს ცნობით, სპალეტი ბრემერის დაცვაში თამაშით კმაყოფილია, მაგრამ მისი ხშირი ტრავმიანობა და ბურთთან ერთად არც თუ ისე  თავდაჯერებული თამაში მის მომავალთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს აჩენს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი ბრემერის გამოსასყიდ თანხას – 54 მილიონს გადაიხდის, იუვენტუსი მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)