იუვენტუსი ნიკო პაზის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, იუვენტუსი რეალის ტალანტის ნიკო პაზის ტრანსფერით ინტერესდება.
21 წლის არგენტინელი ტალანტი სეზონის ბოლოს კომოდან რეალში დაბრუნდება და ჯერჯერობით უცნობია, მოისურვებს თუ არა ესპანური გრანდი მის შენარჩუნებას.
წყაროს ცნობით, თუ რეალმა პაზის გაყიდვა გადაწყვიტა, იუვენტუსი მისი ერთ-ერთი მსურველი იქნება. ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის აქტივში მიმდინარე სეზონში 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
