TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბოლო ცნობები ლუისისა და გონსალესის თაობაზე

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დუგლას ლუისისა და ნიგო გონსალესის სიტუაციებზე ისაუბრა.

წყაროს ცნობით, დუგლას ლუისი უნაი ემერის გეგმებში აღარ შედის, ის ბოლო კვირებში ძირითადში ვერ ხვდება, ამიტომ ინგლისელები ფეხბურთელის 25 მილიონად გამოსყიდვას არ აპირებენ, ის სეზონის ბოლოს ტურინში დაბრუნდება და იუვენტუსს მისთვის ახალი გუნდის პოვნა მოუწევს.

ნიკო გონსალესს რაც შეეხება, არგენტინელი ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს, ამიტომ მისი 32 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულება არ გააქტიურდება. ამის მიუხედავად, ატლეტიკოს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და იუვენტუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

არ არის გამორიცხული, ატლეტიკომ გონსალესის ფასიანი იჯარის გახანგრძლივება სცადოს, მისი შემდგომში 25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)