რომანო:“ ალისონს იუვენტუსში გადასვლა სურს“
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლივერპულის კარის დარაჯს ალისონს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა და უახლოეს პერიოდში მასსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები ბრაზილიელის მომავალზე ისაუბრებენ.
რომანოს თქმით, ლივერპული ზაფხულში სალაჰსა და რობერტსონს დაკარგავს და გუნდიდან კიდევ ერთი ლიდერის გაშვება არ სურს.
იუვენტუსს თავის მხრივ ალისონთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს და ინგლისელების საბოლოო პასუხის მოლოდინშია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
