ვლაჰოვიჩი და იუვე კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ, თუმცა…
დუშან ვლაჰოვიჩსა და იუვენტუსს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ის ტურინსი კიდევ 2 წელი დარცება და მისი გასამრჯელო 7 მილიონი ევრო იქნება.
წყაროს ცნობით, პრობლემა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი საკომისიოა და ერთჯერადი ბონუსია, რომლის მიღება სერბს კონტრაქტის გაფორმებისას სურს. ამ მომენტისთვის იუვენტუსი მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
