ლუისი სამედიცინო შემოწმებას შტატებში გაივლის
იუვენტუსი და ასტონ ვილა დუგლას ლუისის ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ და როგორც ჩანს, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტურინულ გრანდში ტრანსფერი გარდაუვალია.
ბიანკონერი ასტონ ვილას ფეხბურთელის სანაცვლოდ უესტონ მაკკენისა და სამუელ აილინგ-ჯუნიორთან ერთად 20 მილიონ ევროს გადაუხდის.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ლუისი სამედიცინო შემოწმებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის, სადაც 26 წლის ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე მიიღებს მონაწილეობას.
ლუისი ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო 4 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.