TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის პირველი წინადადება ჯეიდონ სანჩოს სანაცვლოდ…

იუვენტუსი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრის ძიებაშია და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ჯეიდონ სანჩო გახლავთ.

სანჩო მეისონ გრინვუდის ალტერნატივად მოიაზრება, რომლის სანაცვლოდ მანჩესტერი 45-50 მილიონ ევროს ითხოვს და ტურინული გრანდი ინგლისელის სანაცვლოდ ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი სანჩოს იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თანხმობის შემთხვევაში კი ტურინელები 24 წლის ინგლისელის გასამრჯელოს დიდ ნაწილს დაფარავს, რაც დაახლოებით 7.5-8 მილიონი ევროა.

წყაროს ცნობით, მანჩესტერი სანჩოს გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამჯერად მის არა იჯარით, არამედ საბოლოოდ გაყიდვას გეგმავს.