TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლოკატელი ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანუელ ლოკატელის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.

წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო სეზონში 3.8-4 მილიონამდე გაიზრდება.

სკირას თქმით, იუვენტუსის კაპიტანის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა დააფიქსირა, მაგრამ მანუელმა მათთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა, რადგან იუვენტუსის დატოვებას არც კი განიხილავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)