ლიონი დევიდის ტრანსფერით ინტერესდება
ლიონი იუვენტუსის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერით ინტერესდება.
კანადელმა ფორვარდმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, ლუჩიანო სპალეტის ნდობა დაკარგა და სეზონის ბოლოს მისი გუნდიდან წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, დევიდის ერთ-ერთი მსურველი ლიონი გახლავთ. ფრანგული გუნდის რიგებში კანადელის ხილვა პირადად პაულო ფონსეკას სურს და თუ ლიონმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, დევიდი მათ ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
