TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება

იუვენტუსი და ასტონ ვილა დუგლას ლუისის ტრანსფერის ტაობაზე ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

ინგლისელები 26 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ ტურინული გრანდისგან უესტონ მაკკენის, სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და დამატებით 20 მილიონ ევროს მიიღებენ.

ლუისი, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 53 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მოაგროვა, იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.