TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტასა და დი ლორენცოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს ტიაგო მოტასა და ნაპოლის კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც იტალიელმა იუვენტუსში გადასვლის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გუნდის ხელმძღვანელობასთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო, დი ლორენცო ნაპოლის დატოვებას გეგმავს და მისი პრიორიტეტი ტურინულ გრანდში გადასვლაა.

Il Mattino-ს ინფორმაციით, მთავარი პრობლემა აურელიო დე ლაურენტისია, რომელიც დი ლორენცოს იუვენტუსში გაშვებას არ აპირებს.