TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ იტალიის დონის ნაკრებს არავისი არ უნდა ეშინოდეს“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ალბანეთთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:00 საათზე გაიმართება, პრეს-კონფერენცია გამართა.

„გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, მატჩის მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა სულ უფრო იკლებს და მას ბედნიერება ანაცვლებს, რომ ჩვენ ასეთ დიდებულ ტურნირზე, ასეთ შესანიშნავ ადგილას თამაშის შესაძლებლობა გვაქვს.

„წინ რთული დაპირისპირება გველოდება, ალბანეთი ძალიან კარგი გუნდია, მათ რიგებში გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც ჩვენი სათამაშო სტილი კარგად იციან.

„როგორი სტილით ითამაშებს იტალია ? გუნდისთვის იდენტობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ წარმატების მისაღწევად სხვა ხერხების გამოყენებაც საჭიროა. მე მჯერა, რომ ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილის გამოყენებით წარმატების მიღწევა შეგვიძლია. მოედანზე 11 ფეხბურთელი არ გადის, თითოეული ჩვენგანის უკან 60 მილიონი ადამიანია, რომლებიც გუნდს მთელი გულით ქომაგობენ და ჩვენ მათთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„ჩვენ ახლა ვცხოვრობთ თითოეული იტალიელის ოცნებით, რომლებსაც ბავშვობაში ბურთით უთამაშია და უმაღლეს დონეზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობაზე უოცნებია. ჩვენ ვართ გმირები, გიგანტები, ჩვენ ვართ იტალია და ეს იმას ნიშნავს, რომ არავისი გვეშინია.

„აჩერბის არყოფნა ? ჩვენ გვყავს ბასტონი, რომელსაც გუნდის ლიდერობა შეუძლია, ასევე ბონჯორნო და კალაფიორი, რომლებიც უმაღლეს დონეზე აუცილებლად ითამაშებენ. ისინი ძალიან სერიოზული, მოდნომებული და მოტივირებული ბიჭები არიან, რომლებსაც ძალიან დიდი ტალანტი აქვთ.

„3-მცველიანი სქემა ? ჩვენ გუნდის მახასიათებლებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მაგრამ ფორმაციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ბოლომდე ბრძოლა და მოედანზე 100 პროცენტით დახარჯვაა.

„სკამაკა ? მისი პროგრესი ბოლო პერიოდში ფენომენალურია. ჯანლუკას აქვს ყველაფერი, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.

„ბარელა ? ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სავარაუდოდ ხვალინდელი მატჩისთვის მზად იქნება.“