TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფენერბაჰჩეს პირველი წინადადება მაკკენის თაობაზე…

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ფენერბაჰჩე იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

წყაროს ცნობით, თურქულმა გუნდმა, სადაც ფეხბურთელის ხილვა ჟოზე მოურინიოს სურს, ბიანკონერის მაკკენის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა.

დი ნატალეს თქმით, კრისტიანო ჯუნტოლი ამერიკელის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს, თუმცა თუ უახლოეს პერიოდში გუნდმა შესაბამისი წინადადება არ მიიღო, ტურინულ გრანდს მოთხოვნილი თანხის შემცირება მოუწევს.