TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომა კიეზას თაობაზე პირველ წინადადებას ამზადებს

სებასტიან სარნოს ინფორმაციით, რომა უახლოეს პერიოდში იუვენტუსს კიეზას თაობაზე პირველი წინადადებით მიმართავს.

წყაროს ცნობით, ჯალოროსი ტურინულ გრანდს იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს შესთავაზებს.

იუვენტუსი კიეზას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს, პარალელურად კი მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა და უახლოეს დღეებში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგება, რომლის შემდეგ კიეზას ბედი საბოლოოდ გადაწყდება.