TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისის შემდეგ, იუვენტუსი უახლოეს დღეებში კიდევ 2 ტრანსფერს გააოფიციალურებს

იუვენტუსმა ასტონ ვილადან დუგლას ლუისის ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა (იხილეთ აქ), თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის მუშაობა აქ არ სრულდება.

ტურინული გრანდი მომდევნო დღეებში კიდევ ორი ტრანსფერის გაოფიციალურებას გეგმავს.

პირველი მათგანი მონცადან სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო კიპერი მიკელე დი გრეგორიოა. ის ბიანკონერის 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ლომბარდიელები იტალიელი კიპერის სანაცვლოდ საერთო ჯამში 20 მილიონ ევროს მიიღებენ.

მეორე კი ნიცას ნახევარმცველი კეფრენ ტურამია. ტურამის ტრანსფერი სავარაუდოდ ბონუსების ჩათვლით 20 მილიონი ევროს ფარგლებში დაიხურება. ის იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

error: დაცული კონტენტი !