ზირკზეე მანჩესტერს იანვარში არ დატოვებს
ბრიტანული წყაროების ცნობით, ჯოშუა ზირკზეეს იუვენტუსში ტრანსფერი იანვარში გამოირიცხა.
Football Insider-ის ცნობით, წითელი ეშმაკების ახალ მწვრთნელს ნიდერლანდელის შენარჩუნება სურს, ამიტომ ინგლისელები მისი იჯარით გაშვებას აღარ აპირებენ.
იუვეს პრიორიტეტი იანვარში დაცვის გაძლიერება იქნება, თუმცა ჯუნტოლი შეტევის გასაძლიერებლად სხვა კანდიდატებს განიხილავს.