TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მანჩესტერის სკაუტები ილდისს აკვირდებიან

იტალიური მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები იუვენტუსის მატჩებს ესწრებიან და მათი დაკვირვების მთავარი სამიზნე კენან ილდისია.

ნიკოლო სკირას ცნობით, თურქი ტალანტი წითელი ეშმაკების ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება, მაგრამ იუვენტუსი ფეხბურთელის გაყიდვას არც კი განიხილავს, თავად კენანს კი გუნდის დატოვება არ სურს.

ილდისი ბიანკონერის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრება და მისი გუნდიდან წასვლა არ იგეგმება.