ჯუნტოლი:“ ჩვენი მინიმუმი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურია“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ჩვენ რთულ პერიოდში ვართ, ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გუნდის ხარისხსა და პოტენციალში ეჭვი არ გვეპარება.
„დისტანცია პირველ ადგილთან ? ჩვენი პროგრამა მინიმუმი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ასევე ახალი სათამაშო სტილის დანერგვაა. ჩვენ ამ მომენტში გუნდის პროგრესით კმაყოფილები ვართ.
„დანილოს ნაპოლიში ტრანსფერი ? დანილო ჩვენი კაპიტანია და მისი იანვარში გაშვება არ განიხილება. ის გუნდში რჩება და დამატებით დაცვის გაძლიერებას ვგეგმავთ.
„შეტევა ? შეტევაში ჩვენ არკადიუშ მილიკს ველოდებით.“