ძანიოლო ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის
იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ცნობით, ნიკოლო ძანიოლო ამ მომენტისთვის ტურინული გრანდის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე არ არის.
წყაროს ცნობით, ძანიოლო იუვენტუსის პოტენციურ სამიზნედ მოიაზრება, თუმცა ჯერჯერობით მის ტრანსფერზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
იუვენტუსს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, ძანიოლოს ტრანსფერზე კი გუნდმა შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს იმუშაოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
