კესის იუვენტუსში თამაში სურს
Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანკ კესიმ ალ-აჰლის წინადადება უარით გაისტუმრა და იუვენტუსში, ლუჩიანო სპალეტის გუნდში თამაში სურს.
ალ-აჰლიმ მას კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება და სეზონში 12 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც კოტ-დიუვარელმა უარი თქვა და რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტი გახდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი კესის გაფორმების წინააღმდეგი არ არის, თუ ის 3-წლიან კონტრაქტს და გასამრჯელოს სახით 4.5-5 მილიონ ევროს დათანხმდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
