ერნანდესს იტალიაში დაბრუნება უნდა
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტეო ერნანდესის პრიორიტეტი ზაფხულის ბოლომდე ევროპაში დაბრუნება იქნება.
წყაროს ცნობით, 28 წლის ფრანგს ალ-ჰილალის დატოვება და კვლავ სერია ა-ში თამაში სურს.
იტალიაში ტეოს მიმართ ინტერესს იუვენტუსი და კომო იჩენენ. ტურინული გრანდი ერნანდესს ანდრეა კამბიაზოს ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
