ვლაჰოვიჩმა იუვენტუსის 3 წინადადებაზე თქვა უარი…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსისა და დუშან ვლაჰოვიჩის ისტორია სეზონის ბოლოს დასრულდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი სერბი ფორვარდის კონტრაქტის გახანგრძლივებას აქტიურად ცდილობდა და მას გასულ თვეებში 3 წინადადებით მიმართა.
ბოლო მათგანი კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივებას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც სერბის გასამრჯელო სეზონში 12-დან 8-9 მილიონამდე შემცირდებოდა, თუმცა ვლაჰოვიჩმა უარი თქვა.
იუვენტუსს დუშანის მსურველების ძებნა უკვე დაწყებული აქვს და მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალია.