ოსიმენის ტრანსფერში იუვეს მთავარი კონკურენტები არაბები იქნებიან
იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ტურინულ გრანდს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
SportItalia-ს ცნობით, ბოლო დღეებში ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერზე არაბული გუნდები გააქტიურდნენ.
წყარო ინფორმაციით, მათ შორის ყველაზე მეტად ალ-აჰლი აქტიურობს, რომელიც ფეხბურთელის გამოსასყიდი 75 მილიონის გადახდის წინააღმდეგი არ არის, პარალელურად კი ოსიმენის გადაბირებას წლიურად 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ცდილობს.
ოსიმენს ევროპაში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, თუმცა ფინანსურმა ფაქტორმა შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს…