TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის ტრავმა სერიოზული არ არის

დუშან ვლაჰოვიჩმა J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩიატარა და საბედნიეროდ, სერბი ფორვარდის დაზიანება სერიოზული არ არის.

ვლაჰოვიჩს პარმასთან მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, თუმცა მას არანაირი სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა.

დუშანს კუნთის გადაღლილობა აქვს, ის რამდენიმე დღე ინდივიდუალურად ივარჯიშებს და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მომდევნო მატჩში გუნდის დახმარებას.

error: დაცული კონტენტი !