ოფიციალურად: Tether-მა იუვენტუსის კიდევ 5 პროცენტი იყიდა
კრიპტო ქოინი Tether-ის გენერალურმა დირექტორმა და იუვენტუსის ქომაგმა პაოლო არდოინომ დაადასტურა, რომ მისი კომპანიის გავლენა ტურინულ გრანდში იზრდება.
Tether-მა იუვენტუსის აქციების კიდევ 5 პროცენტი იყიდა და ამ მომენტისთვის მათ მფლობელობაში გუნდის წილის 10.12 პროცენტი გახლავთ.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი თავად პაოლო არდოინომ გააკეთა:
„ჩვენ ვამაყობთ, რომ იუვენტუსის აქციების მნიშვნელოვანი წილის მფლობელები გავხდით.
„იუვენტუსი თავისი ისტორიით, ბრენდითა და ქომაგებით მსოფლიოში გამორჩეული გუნდია, ჩვენი ინვესტიცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური ინტერესებით, ჩვენ ინოვაციურ მიდგომასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას ვაპირებთ.
„ჩვენ გვჯერა, რომ იუვენტუსს შეუძლია როგორც მოედანზე ლიდერის ამპლუაში ყოფნა, ასევე ტექნოლოგიის გამოყენებით ქომაგებთან კიდევ უფრო ახლო კავშირი, ციფრული გამოცდილება და ახალი ფინანსების მოძიება.“
MJGA 🦓 https://t.co/pq91bqxt8i pic.twitter.com/rVtN9MJBS2
— Paolo Ardoino 🤖 (@paoloardoino) April 24, 2025