TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის კონტრაქტის თაობაზე იუვენტუსთან მოლაპარაკებებს დუშანის მამა აწარმოებს

დუშან ვლაჰოვიჩის მამა მილოში ტურინში გახლავთ და იუვენტუსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს სწორედ ის აწარმოებს.

გასულ თვეებში მოლაპარაკებებში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა სერბი ფორვარდის აგენტის დარკო რისტიჩის მიერ მოთხოვნილი მაღალი საკომისიო იყო და შესაძლოა მოლაპარაკებებში დუშანის მამის ჩართვამ მოლაპარაკებები დააჩქაროს.

სერბის პრიორიტეტი იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა და ტურინულ გრანდში დარჩენაა, რაც მოლაპარაკებებს საგრძნობლად ამარტივებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)