ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დაბრუნების შანსი იზრდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დაბრუნების შანსი სულ უფრო იზრდება.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იუვენტუსზე უკეთეს ფინანსურ პირობებს სერბ ფეხბურთელს მხოლოდ ბეშიქთაში სთავაზობს, სადაც მისი ხილვა გუნდის ახალ მწვრთნელს ვინჩენცო იტალიანოს სურს.
გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩს კარიერის თურქეთში გაგრძელება არ უნდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, მან იუვენტუსის წინადადება მიიღოს და ბებერ ქალბატონთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
