ვლაჰოვიჩის ბოლო მატჩი ტურინში, იუვენტუსის ფეხბურთელის ამპლუაში…
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი უდინეზესთან იუვენტუსის მაისურით Allianz Stadium-ზე ბოლო მატჩს გამართავს.
წყაროს ცნობით, სერბ ფეხბურთელსა და იუვენტუსს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია შეჩერებულია და ვლაჰოვიჩი სეზონის ბოლოს ტურინული გრანდის რიგებს დატოვებს.
ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი იჩენს, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად ნიუკასლი აქტიურობს.
ვლაჰოვიჩი იუვენტუსს ფიორენტინადან 84 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მან ტურინული გრანდის რიგებში 140 მატჩი ჩაატარა, 55 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.