TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება.

IlBianconera-ს ცნობით, სერბი ფორვარდი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მას ხელფასის შემცირება არ სურს.

ვლაჰოვიჩის გასამრჯელო მომდევნო სეზონში 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რაც გუნდის სახელფასო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ამიტომ თუ სერბმა მომდევნო კვირებში პოზიცია არ შეიცვალა, მისი გაყიდვა გარდაუვალი იქნება.