ლუისი იუვენტუსის დატოვებას არ განიხილავს
იტალიური მედიის ცნობით, დუგლას ლუისი იანვარში იუვენტუსის დატოვებას არც კი განიხილავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ცუდი სტარტის მიუხედავად, ლუისი ბიანკონერის რიგებში ტრანსფერს არ ნანობს, მოტივირებულია და მოედანზე დაბრუნება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით ტურინულ გრანდს მანჩესტერ სიტისთან მატჩისთვის დაუბრუნდება.