TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს და გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად სერბი ფორვარდია, თუმცა პრობლემა მისი მაღალი გასამრჯელოა.

ალფრედო პედულას ცნობით, იუვენტუსის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს დეკემბერში შეხვდებიან და ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, მაგრამ ამ მომენტისთვის მხარეებს შორის რაიმე სახის შეთანხმება არ არსებობს.

წყაროს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი წლიური ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს, იუვენტუსი კი მისთვის 12 მილიონის გადახდას არ აპირებს და დიდია ალბათობა, სეზონის ბოლოს სერბმა გუნდი დატოვოს.